23/07/2026
🏔️ ამ პოსტში ჩვენს ბინაზე არ ვისაუბრებ, პირიქით, ის ადგილი მინდა გაგაცნოთ, სადაც ჩვენი ბინა მდებარეობს - Raimond Residence • რაიმონდ რეზიდენსი -ის კომპლექსი🤍
ახალი კომპლექსია ბაკურიანში და რადგან სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა, ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის მისი განსაკუთრებული გარემოს შესახებ.
პირველი, რაც აქ მოსვლისას ყურადღებას იქცევს, არის მისი სკანდინავიური და მინიმალისტური დიზაინი, მშვიდი, გემოვნებიანი და საოცრად მყუდრო სივრცე ✨
📸 მათთვის, ვისაც ლამაზი ფოტოები უყვარს, აქ ბევრი „ინსტაგრამული" კუთხეა😎
კომპლექსის წინ პატარა მდინარე ჩამოდის, რომლის ხმა და გარშემო სიმწვანე კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნის 🌿💧
კომპლექსში ფუნქციონირებს:
აუზი
რესტორანი
სატრენაჟორო დარბაზი
გასართობი ლაუნჯ ზონები
და კიდევ ბევრი რამ ემატება ეტაპობრივად...
დიდი, კეთილმოწყობილი და განათებული ეზო კი იდეალურია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
ამიტომ ჩვენს სტუმრებს ყოველთვის ვურჩევ:
🛴 არც სკეიტი და გორგოლაჭები დატოვონ სახლში
🏸 არც ბადმინტონი და ფრიზბი
⚽ და არც ბურთი
სივრცე თითქმის ყველა აქტიური თამაშისთვის საკმარისი და შესაბამისია.
მდებარეობაც საკმაოდ მოსახერხებელია: 🚶7 წუთია კრისტალამდე ფეხით და 🚶♀️10 წუთი 25-იანების ტრასამდე.
ეს ადგილი არ არის უბრალოდ ღამის გასათევი, ეს არის გარემო, სადაც დაბრუნება აუცილებლად მოგინდებათ.
გირჩევთ შემოგვიაროთ, თუ ბაკურიანში ხართ და უბრალოდ დაათვალიეროთ აქაურობა (მაშინაც კი თუ სხვაგან რჩებით), რადგან დარწმუნებული ვარ შემდეგ დასვენებას სწორედ აქ დაგეგმავთ✨ 🏔️