Welcomery Borjomi • სტუმრიანი სახლი

  • Home
  • Georgia
  • Tba
  • Welcomery Borjomi • სტუმრიანი სახლი

Welcomery Borjomi • სტუმრიანი სახლი "ხელნაკეთი" საოჯახო სასტუმრო კურორტ ტბაზე, ბორჯომის მთებში.

"Handmade" guest house in the spa village Tba, in the Borjomi mountains.

(2)

"Handgemachtes" Gästehaus im Kurort Tba, in den Bergen von Borjomi.

ხედავ სოკოს ქუდს და ფეხს… მაგრამ იცი, რომ შესაძლოა, ის სოკო, რომელსაც ახლა უყურებ, ათასობით წლის ცოცხალი ორგანიზმის მხოლ...
27/10/2026

ხედავ სოკოს ქუდს და ფეხს… მაგრამ იცი, რომ შესაძლოა, ის სოკო, რომელსაც ახლა უყურებ, ათასობით წლის ცოცხალი ორგანიზმის მხოლოდ მცირე ნაწილია?

სოკოს ის ნაწილი, რომელსაც ტყეში ვხედავთ, სინამდვილეში მისი ნაყოფსხეულია. თავად სოკოს დიდი ნაწილი კი ხშირად მიწის ქვეშ, ან ხის მერქანში იმალება.

🌿 მას მიცელიუმი ჰქვია - წვრილი ძაფების, ჰიფების, ქსელი, რომელიც ნიადაგში ან სხვა სუბსტრატში იზრდება და ვრცელდება.

⏳ ნაყოფსხეული შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა არსებობდეს, მიცელიუმი კი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში განაგრძობდეს ზრდას.

იცოდი, რომ აშშ-ში, ორეგონის შტატში, აღმოაჩინეს სოკოს - Armillaria ostoyae - უზარმაზარი კოლონია, რომლის ფართობი დაახლოებით 9,6 კვადრატული კილომეტრია, ხოლო ასაკი ათასობით წლად არის შეფასებული?

წარმოიდგინე: ტყეში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოკო ამოდის, მაგრამ მიწის ქვეშ შეიძლება უზარმაზარი, საუკუნეების განმავლობაში განვითარებული ქსელი იმალებოდეს! 🌳

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: ეს არ ნიშნავს, რომ მიცელიუმის თითოეული ძაფი ათასობით წლისაა - მისი ნაწილები კვდება და ახლით იცვლება, ხოლო კოლონია აგრძელებს არსებობას.

🤔 ახლა დაფიქრდი: როცა ტყეში სოკოს ქუდს ხედავ, კიდევ რამდენი რამ იმალება ჩვენს თვალთახედვის მიღმა?

🌲 ზოგჯერ ბედნიერებისთვის მხოლოდ ტყის ბილიკი, პატარა აღმოჩენები და მყუდრო თავშესაფარი გვჭირდება. არ გინდა ჩვენთან ერთად აღმოაჩინო შემოდგომის ტყე და მისი "საიდუმლოებები"? 💫

P.S. თუ ჩვენი პოსტები მოგწონს, გამოიწერე ჩვენი გვერდი 🙏 😊 ამითაც ძალიან დაგვეხმარები! ❤️

სურათზე რაიმე უჩვეულოს ხედავთ? არა, ხომ?არადა, თითქმის 125 წლის წინ ამ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა სულაც არ იყო ჩ...
26/10/2026

სურათზე რაიმე უჩვეულოს ხედავთ?

არა, ხომ?

არადა, თითქმის 125 წლის წინ ამ ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა სულაც არ იყო ჩვეულებრივი ამბავი!

🚂 ბორჯომი - ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, 1902 წელს კი დასრულდა.

მისი ლიანდაგის სიგანე სულ რაღაც 900 მილიმეტრია, ანუ 53,5 სმ-ით ვიწროა სტანდარტულზე.

"კუკუშკას" გზა ბორჯომიდან ბაკურიანამდე ca. 37 კილომეტრს მოიცავს.

ძალიან შთამბეჭდავია რა სიმაღლეზე ადის "კუკუშკა":
🚂 ბორჯომის (ზ.დ. 820 მ) და ბაკურიანის (ზ.დ.1700 მ) სადგურებს შორის სიმაღლის სხვაობა ca. 880 მეტრია!!!

წარმოიდგინეთ, რა საინჟინრო გამოწვევა იყო საუკუნეზე მეტი ხნის წინ, მთიან რელიეფსა და მკაცრ კლიმატურ პირობებში ასეთი რკინიგზის გაყვანა!

ახლა კი ლიანდაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და „კუკუშკის“ დაბრუნებას ველოდებით. იმედია, მალე ისევ გავიგონებთ მის ხმას ბორჯომის ხეობაში. 🌲

თქვენ თუ გიმგზავრიათ „კუკუშკით“?

P.S.
თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი - ამით ძალიან დაგვეხმარებით ახალბედებს 🤗❤️🥰
დიდი მადლობა წინასწარ!

რას ხედავთ ამ ფოტოზე? ოღონდ ჯერ სხვის პასუხებს ნუ წაიკითხავთ! ბევრი მწერი და მისი მატლი სოკოს ნაყოფით ან ქსოვილებით იკვე...
25/10/2026

რას ხედავთ ამ ფოტოზე? ოღონდ ჯერ სხვის პასუხებს ნუ წაიკითხავთ!

ბევრი მწერი და მისი მატლი სოკოს ნაყოფით ან ქსოვილებით იკვებება. ზოგი სოკოს შიგნითაც ვითარდება.

მაგრამ ბუნებას საპირისპირო სიურპრიზიც აქვს: არსებობს მტაცებელი სოკოები, რომლებიც ნიადაგში მცხოვრებ მიკროსკოპულ ნემატოდებს იჭერენ და შლიან! 😮

ამასთან, ზოგი მწერი სოკოს სპორების გავრცელებასაც უწყობს ხელს.

ერთი შეხედვით მშვიდ ტყეში გადარჩენის, კვებისა და თანამშრომლობის მთელი სამყარო იმალება. 🌿

თქვენ რა უფრო გაოცებთ ბუნებაში - თანამშრომლობა თუ ბრძოლა გადარჩენისთვის? 🍄

P.S.
თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი - ამით ძალიან დაგვეხმარებით ახალბედებს 🤗❤️🥰
დიდი მადლობა წინასწარ!

იცით, რომ კბილები პირდაპირ ენაზე აქვს განლაგებულ ზოგ ცოცხალ არსებას? მაგალითად ლოქორას ენაზე ათასობით მიკროსკოპული კბილი...
24/10/2026

იცით, რომ კბილები პირდაპირ ენაზე აქვს განლაგებულ ზოგ ცოცხალ არსებას? მაგალითად ლოქორას ენაზე ათასობით მიკროსკოპული კბილი აქვს!

ლოქორას ამ განსაკუთრებულ ორგანოს რადულა ეწოდება. ის ლენტის მსგავსია და ზედაპირზე უამრავი წვრილი კბილაკი აქვს. მათი საშუალებით ლოქორა საკვების ზედაპირს ფხეკს და პატარა ნაწილაკებს იღებს. ზოგი ლოქორა სწორედ ასე მიირთმევს სოკოსაც.

და კიდევ ერთი საოცარი რამ - ეს კბილუკები ცვდება, მაგრამ ახლდება!

წარმოიდგინეთ, რამდენი რამ იმალება ტყის პატარა ბინადრებში, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არც კი ვაქცევთ.

❤️

#ტყისსაიდუმლოებები #ლოქორა #სოკოები #ბუნებისსაოცრებები

24/10/2026

ათასობით მიკროსკოპული კბილი ენაზე - ასეთი რამ მხოლოდ საშინელებათა ფილმში გგონიათ არსებობს? არა, ასეთი ენა აქვს ლოქორას!

ლოქორას ამ განსაკუთრებულ ორგანოს რადულა ეწოდება. ის ლენტის მსგავსია და ზედაპირზე უამრავი წვრილი კბილაკი აქვს. მათი საშუალებით ლოქორა საკვების ზედაპირს ფხეკს და პატარა ნაწილაკებს იღებს. ზოგი ლოქორა სწორედ ასე მიირთმევს სოკოსაც.

და კიდევ ერთი საოცარი რამ — ეს კბილაკები ცვდება, მაგრამ ახლდება!

წარმოიდგინეთ, რამდენი რამ იმალება ტყის პატარა ბინადრებში, რომლებსაც ხშირად ყურადღებას არც კი ვაქცევთ.

ამ შემოდგომას ორი პარასკევი დარჩენია. აჭრელებულ ტყეს - კიდევ უფრო ნაკლები. თუ წელსვე გინდათ მსგავსი საოცრებები თავად აღმოაჩინოთზ იჩქარეთ ❤️

#ტყისსაიდუმლოებები #ლოქორა #სოკოები #ბუნებისსაოცრებები

იცით რა არის ქაჯის წრე? ...სოკოები, რომლებიც თითქმის სრულყოფილ წრეზე ან ნახევარწრეზე იზრდებიან? 🍄ამ მოვლენას „ქაჯის წრეს...
23/10/2026

იცით რა არის ქაჯის წრე? ...სოკოები, რომლებიც თითქმის სრულყოფილ წრეზე ან ნახევარწრეზე იზრდებიან? 🍄

ამ მოვლენას „ქაჯის წრეს“ (ინგლ. Fairy Ring, გერმ. Hexenring) უწოდებენ. ის სოკოს მიწისქვეშა ქსელის - მიცელიუმის ზრდასთან არის დაკავშირებული. მიცელიუმი ნიადაგში თანდათან ვრცელდება და ზოგჯერ მის კიდეებზე სოკოები წრიულად ამოდის. ასე იქმნება ბუნებრივი წრეები, რომლებიც მართლაც ჯადოსნურ სანახაობას ჰგავს.

ასეთი წრეები არაერთხელ მინახავს, ძირითადად ტყესთან ახლოს მინდვრებში, თუმცა ხშირად თითქოს ჯიბრზე მაშინ, როცა ტელეფონი თან არ მქონდა და ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე.

თქვენ თუ შეგხვედრიათ ასეთი წრეები ტყეში სეირნობისას? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და ფოტოებიც, თუ გაქვთ.

P.S.
თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი - ამით ძალიან დაგვეხმარებით ახალბედებს 🤗❤️🥰
დიდი მადლობა წინასწარ!
#ქაჯისწრეები
#ბუნებისსაოცრებები
#ბორჯომი 🍄

იცით, რომ ძროხის ცხვირის ნახატი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ჩვენი თითის ანაბეჭდი? 🐮ეს ულამაზესი მუა სოკოებს შორის ბალ...
22/10/2026

იცით, რომ ძროხის ცხვირის ნახატი ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ჩვენი თითის ანაბეჭდი? 🐮

ეს ულამაზესი მუა სოკოებს შორის ბალახს ეძებდა, როცა გადავიღე. მე პირიქით - სოკოები მერჩივნა.

შემოდგომის ბოლო დღეებია ტბაზე — ჭრელი ფოთლების, ნისლიანი დილების დრო.

ძროხების ზარების ხმა, ტყის პირას მიმოფანტული ახალჩამოცვენილი კაკლები, სველი მიწის სურნელი... 🍂

არ გინდათ ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ შემოდგომის ტბა?

ძველად ამ სოკოს მელნად რომ იყენებდნენ, იცოდით? ტაფაზე დადებული ეს მტრედისფერი სიღუნღულე მართლა ტაოტისფრად იქცევა! თქვენი...
21/10/2026

ძველად ამ სოკოს მელნად რომ იყენებდნენ, იცოდით?

ტაფაზე დადებული ეს მტრედისფერი სიღუნღულე მართლა ტაოტისფრად იქცევა!

თქვენი არ ვიცი და რაღაც საოცრებით მთელი წელი რომ მქონდეს, მინიმუმ ქათმის ხორცზე უარს ვიტყოდი, ისეთი გემრიელია!

სახელი პირველ კომენტარში


იცით, ეს რა არის? ან/და რა საერთო აქვს სტუმრიან სახლთან?ძველი თქმულების თანახმად, თურმე ეს მცენარე აუცილებლად უნდა იყოს ...
19/10/2026

იცით, ეს რა არის?
ან/და რა საერთო აქვს სტუმრიან სახლთან?

ძველი თქმულების თანახმად, თურმე ეს მცენარე აუცილებლად უნდა იყოს დარგული საოჯახო სასტუმროს ეზოში, სტუმრები რომ მოიზიდოს.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით 😅🫣❤️

სინამდვილეში, უბრალოდ გვიყვარს და ყველგან დავთესეთ, ამ გემრიელი ნაყოფების და ყვითელი ყვავილების გამო.

სიამოვნებით გაგასინჯებთ ჩვენს სტუმრებს და გაჩუქებთ კიდეც. ❤️ ძალიან სასარგებლოა და გემრიელიც.

სახელი პირველ კომენტარში.

09/10/2026

ან მხოლოდ ონტკოფაზე, ბროკოლიზე, ყვავილებზე და ამდაგვარებზე ...

Address

Tornike Eristavi Street 23
Tba
1200

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Welcomery Borjomi • სტუმრიანი სახლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share