27/11/2024
🥳 გილოცავთ ბათუმის მორიგ წარმატებას! 🌊
🏅World Travel Awards-ის დაჯილდოვებაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
🌍✈️ World Travel Awards არის პრესტიჟული გლობალური ჯილდო, რომელიც 1993 წლიდან აღიარებს ტურიზმის, მოგზაურობისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში საუკეთესო მიღწევებს.
⚡️პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმს ეასპარეზებოდნენ ისეთი ქალაქები, როგორებიცაა მელბურნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).