საოჯახო სასტუმრო ,,ნოე’’ მდებარეობს მაჭახლის ხეობაში, ხელვაჩაურის რაიონ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. სასტუმროში განთავსებულია 3 ნომერი, სადაც მოთავსდება 9 ადამიანი. ასევე გვაქვს ნომერი, რომელსაც გააჩნია სველი წერტილი და ტელევიზორი. ხელმისაწვდომია wifi. ამას გარდა არის კიდევ 2 სველი წერტილი. ხელმისაწვდომია ცხელი წყალი დღის ნებისმიერ მონაკვეთში. გვაქვს აივანი, რომელიც არის 27 კვადრატული მეტრი და საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი 180 გრადუსით. ასევე გვაქვს ეზო სადაც შესაძლებელია მანქანების გაჩერება, იგი დაახლოებით 100 კვადრატული მეტრია. ეზოში დგას უძველესი მოდელის ნალია, დაახლოებით 200 წლის.
ღამის თევა- 10_15 ლარი
ღამის თევა საუზმესთან ერთად_ 20 ლარი
ღამის თევა სამჯერადი კვებით_ 45-50 ლარი
მხოლოდ სადილი_ 25 ლარი 1 ადამიანი.
მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია წარმოგიდგინოთ ფოლკლორი- ქართული ცეკვა.
მაჭახელას თოფის გზა- მირვეთი ( ველო ბილიკი და მირვეთის ჩანჩქერი) ; თოფის მონუმენტი; გვარას ციხე ; მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი; ცხემლარას თაღოვანი ხიდი; ჩხუტუნეთის ჩანჩქერი კარიმანა;
ასევე შესაძლებელია დავგეგმოთ რამდენიმე დღიანი ტური:
-1 დღე- დაახლოებით 3 კილომეტრში ჩვენი სასტუმროდან მდებარეობს 1000 წლოვანი უთხოვარი, რომელსაც მობრძანებული სტუმრები უთქვამენ ერთ სურვილს და ლეგენდის თანახმად ის აუცილებლად ასრულდება, გზად შესაძლებელია წყლის წისქვილის ნახვა.
-2 დღე- მაჭახლის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული სახელმწიფო მუზეუმის დათვალიერება, თამარ მეფის ჩხერის ხიდის მონახულება და ჩანჩქერი ჩხერის ნახვა.
-3 დღე- ტყეში გასეირნება და ჩანჩქერი დუნგას ნახვა, რომელიც ორ ჩანჩქერს მოიცავს და წყლის წისქვილის დათვალიერება.
-4 დღე- ტყეში გასეირნება ჯვარქედისკენ. 5 საუკუნის წინ გაკეთებული ქვის საფეხურების ნახვა. გოგირდოვანი ტალახისა და წყლის ნახვა. თეთრი შქერის ფერდობის დათვალიერება, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.
-5 დღე- მარნის დათვალიერება და პიკნიკი ხეზე მოწყობილ პატარა მაგიდასთან.
ასევე შესაძლებელია განრიგი სურვილისამებრ იქნას შეცვლილი სტუმრის მიერ.
როგორ მივიდეთ მაჭახელაში საექსკურსიო მარშრუტის გარეშე:
ბათუმი- ჩხუტუნეთი -16:00 საათზე, 12:30 საათზე, 19:00 საათი
ჩხუტუნეთი-ბათუმი- 07:00 საათზე, 08;30 საათზე. 15:00 საათზე ;
მგზავრობის ღირებულება 2 ლარი 1 ადამიანი.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თვითონ მოგაკითხავთ დანიშნულების ადგილას, ორმხრივი მომსახურება 80 ლარი.
მენიუ:
1) საუზმე
ჩაი
ყველი
ხაჭაპური
მურაბა
ხაჭო
კაიმაღი
ვერმიშელის ან ბრინჯის ფაფა
2) სადილი:
ლობიო
შემწვარი კარტოფილი
ჩირბული
სინორი
სალათა ( კიტრი, პომიდორი)
მჭადი
ყველი
პური
შემწვარი წიწილა
ელარჯი
ხაჭაპური
ბადრიჯანი
ღვინო
კომპოტი
ტყემალი
სურვილისამებრ შესაძლოა მენიუს შეცვლა/ჩანაცვლება/ჩამატება-ტოლმა, ოსტრი, ამერიკული კალმახი, თევზი, მწვადი, ბორანო
3) ვახშამი:
პიურე
კატლეტი
კაკაო ან ჩაი
ხაჭაპური
სალათა ( კიტრი, პომიდორი)
ყველი
შემწვარი ან მოხარშული კვერცხი
ხილის ჯემი
ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ფულით, ასევე საბანკო ანგარიშსწორებით.
საკონტაქტო ინფორმაცია- 593 11 38 51 - ნოე,
555 90 35 55- მზიური
593 66 97 77- ელდარი