11/05/2026
⛰️კურორტი გორდი იმერეთის მხარეში, ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ გორდის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. იგი გამოირჩევა ბუნების სილამაზით უამრავ ტურისტს იზიდავს. სოფლის მიდამოებში მდებარეობს ოკაცეს კანიონი, რომელშიც რამდენიმე ჩანჩქერი და ტბა გვხვდება. მომაჯადოვებელი ხეობა, ბზის ხეები, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და შესანიშნავი ხედები საუკეთესო ადგილს ქმნის ბუნებაში განტვირთვის მოყვარულთათვის. სოფელში შეგიძლიათ მოინახულოთ XIX საუკუნის გორდის სასახლე, რომელიც დავით დადიანს ეკუთვნოდა და დადიანების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. გორდი სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს, მისთვის დამახასიათებელია რბილი ზამთარი და თბილი ზაფხული. კურორტის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია დაბალი მთის ჰავა. სიმწვანეში ჩაფლული გარემო, კლიმატოთერაპია და ულამაზესი ადგილები ხეტიალისთვის შესანიშნავია, თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ.
🌿 გაგაცნობთ სოფელ გორდის საოცრებას – თქვენი მომდევნო საოჯახო თავგადასავალი აქ იწყება! 🌄
მოგესალმებით გორდში – სოფელში, სადაც ჰაერი სუფთაა, ბუნება მშვიდია და ყოველი დღე ახალი თავგადასავალია! ჩვენი პატარა საოჯახო სასტუმრო გულით გპატიჟებთ იქ, სადაც ბავშვებისთვის ზღაპარი იწყება და დიდებისთვის – სრული განტვირთვა.
👨👩👧👦 რატომ გორდი და ჩვენი სასტუმრო?
✨ სუფთა ჰავა და ჯანსაღი გარემო – გორდი მდებარეობს ზუსტად იქ, სადაც ბუნება სულს ისვენებს. ბავშვებისთვის ეს საუკეთესო ადგილია ენერგიის დასატენად.
🐓 სოფლური ცხოვრება ბავშვების თვალით – ჩვენს ეზოში ბავშვები შეძლებენ ნახონ წიწილები, და თავად გამოსცადონ სოფლური ყოველდღიურობა
🌲 სათამაშო ეზო და უსაფრთხო სივრცე – სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილი ეზო, სადაც უსაფრთხოდ ითამაშებენ, მოაწყობენ პიკნიკს და გაისეირნებენ. Ისრიალებენ სასრიალოზე იქანავებენ საქანელაზე და ჰამაკებში.
🔥Ეზოში ბუხარი, ოჯახური ვახშამი და თბილი ატმოსფერო – ჩვენთან ყოველი საღამო ტრადიციულ გემოსთან და გულწრფელ ურთიერთობასთან ასოცირდება.
🛏️ კომფორტული ოთახები – სუფთა, მყუდრო და ოჯახის ყველა წევრზე მორგებული.
📸 გორდის გარშემო გასავლელი ბილიკები – ჩანჩქერები, მღვიმეები, ულამაზესი ხედები – პატარა ექსკურსიები მთელ ოჯახს დაგამახსოვრებთ!
⸻
გორდი არ არის მხოლოდ სოფელი – ეს არის ადგილი, სადაც ბავშვობა გრძელდება, ხოლო დიდები ბავშვობას იხსენებენ.
დაგვიმეგობრდით და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებები!
✨ გორდი – აქ ბავშვებს სუნთქვა უხარიათ!
Ნიდაგეგმეთ თქვენი ოჯახური დასვენება ჩვენთან და მიეცით საშუალება ბავშვებს იგრძნონ ნამდვილი თავისუფლება.
🏡 მოდი დაისვენე. Დაგვიკავშირდი ვაცაპზე ან ვაიბერზე.
☎️ 555 51 76 33
☎️ 598 628 925
💚💚Ნახეთ უფრო მეტი 💚💚⬇️
https://www.tiktok.com/.green.gordi
https://www.instagram.com/hotelgreengordi/
#მთა #დასვენება #წყარო #მდინარე #ხევი #სიმწვანე #ტყე