29/12/2025
ევრობიუროკრატიის ნაყოფიერი გავლენა ქართულ ბიუროკრატიაზე, ანუ ქართველი შაჰ-აბაზები მევენახეობაში.
როგორც ხედავთ, ორი სათაური კვლავ აქტუალურია.
ბავშვობაში, როცა ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და ისტორიებზე ვიზრდებოდით, ბევრი ცრემლი დაგვიღვრია ქართული ვაზის გაჩეხვის ისტორიების მოსმენისას.
სამწუხუროდ, ახლა ნელ-ნელა მოდიან სანტა კლაუსსა და კოკა-კოლაზე აღზრდილი ჩინოვნიკობა. ისინი ჩვენ გვერდით არიან, ძალიან რესპექტაბელურები, მილანის ბაზრობიდან ჩამოტანილი კოსტუმებში შემოსილები, ინგლისურისა და გუგლის მცოდნენი. ერთი სიტყვით ცხვრის ქურქში გახვეული ღიმილიანი მგლები.
არაფერს ვაჭარბებ, ტყის მგლები გადარჩენისთვის იბრძვიან, ესენი კი ქვეყნის ღალატისათვის არიან შექმნილნი.
ხუთი წლის წინ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში. ზოგი სეზონზე ორჯერაც ახერხებდა ჩამოსვლას. ბევრთან მეგობრული ურთიერთობაც ჩამომიყალიბდა.
მათი აბსოლიტური უმრავლესობა გულწრფელად მირჩევდა დამევიწყებია ჩემი აღტაცება საქართველოს ევროკავშირში გაერთიანაბის იდეით. არგუმენტებიც მოჰყავდათ. მათი აზრით ევროკავშირმა სრულიად გაანადგურა ადგილობრივი, ეროვნული წარმოება. ფერმერებს დოტაციებს უხდიან პროდუქტების არ მოყვანაში. არადა, ალბათ, ყველას გახსოვთ „პრიბალტიკური“ ხორცისა და რძის საუკეთესო პროდუქტები.
ასეთმა მიდგომამ დიდი ძვრები გამოიწვეია ამ ქვეყნების მოსახლეობაში. სოფლად პოპულარული გახდა უცხოური სპირტიანი სასმელები, ხალხი გაზარმაცდა, ახალგაზრდობა უცხოეთში გაიხიზნა მასიურად.
ჩვენთან ხომ ძალიან პოპულარული იყო ევროკავშირში გაერთიანების იდეა. ამიტომ სასწრააფოდ, ნეობოლშევიკური სისწრაფით დაიწყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა.
ეს კანონები ნორმალურადაც არ განხილულა. ადრე, შევარდნაძის პარლამენტშიც კი, დიდი ბრძოლა და კამათი იყო თითეულ მუხლზე. ბოლო დროს გინახავთ რაიმე ასეთი? პარლამენტარიზმი მოკვდა. იმიტომ კი არა, რომ ეს სურდა მართველ პარტიებს, არამედ იმიტომ, რომ მოკვდა საღი ოპოზიცია.
ბევრი რომ არ გავაგრძელო. ბოლო 10 წელში ორი კანონი იქნა მიღებული ვაზისა და ღვინის შესახებ. მე რათქმაუნდა არ შევალ ამ კანონების მუხლობრივ განხილვებში.
ერთი შემიძლია ვთქვა, ეს კანონები ემსახურება დიდი კოპანიების ინტერესებს და შეფუთულია იმ ქურქით, ზევით რომ ვახსენე - თურმე ხარისხზე ზრუნვით.
გრძელი პოსტი გამოდის და ვშიშობ მკითხველისათვის მოსაბეზრებელი იქნება.
ახალი კონონებით, მევენახემ, სასწრაფოდ უნდა დაარეგისტრიროს თავიანთი ვენახები. მიიღონ საკადასტრო კოდები და ყველა მათ მიერ ჩამოსხმულ ბოთლზე, ეტიკეტზე უნდა მიაკრან.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, მიხვდება, თუ რამდენი სირთულეა ყველა ამ მანიპულაციის უკან.
ამას ვთხოვთ გლეხს, რომელიც ვაზის გულწრფელი სიყვარულით კატორღულ შრომას ეწევა. ვინც აქამდე მოიტანა ეს ეროვნული სიმდიდრე.
თუ მეღვინემ ვერ გაართვა თავი ვენახების დარეგისტრირებას, მაშინ მათ არ შეეძლებათ 20026 წლიდან მიღებული ღვინის რეალიზაცია.
ამ საკითხზე ვინმე ფიქრობს?
გლეხობას შიგადაშიგ პროვოცირებასაც უკეთებდნენ. ბოლო წლებში სახელმწიფომ ასეული მილიონობით ლარის დოტაცია გადაუხადა გლეხობას მოსავლის გასაზრდელად. (ისე, ჯერ ამაზე აგოს ვინმემ პასუხი? რატომ ხდებოდა ეს უმსგავსობა, რომელსაც თავის დროზე ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ უშედეგოდ.)
და უცებ, სტოპ კადრი! ახალა დაახვიეთ, შეზღუდეთ ვენახების გაშენებაო.
არადა ბოლო წლებში რამდენი ახალი, ლამაზი ვენახები და მარნები გაჩნდნენ.
ოპონენტები იტყვიან, ეს მათ ეხებათ ვინც ღვინოს ყიდისო. მაგრამ ერთი წუთით, მევენახემ ღვინის ნაწილი მაინც თუ არ გაყიდა, როგორ შეიძინოს შხამ ქიმიკატები, დაიქირავოს მუშახელი. ეს მუშახელი ხომ თვითდასაქმებულთა არმიაში გყავთ მიწერილი და ამით ვამაყობთ.
ეს ყველაფერი არის შედეგი ჩვენთან ევროკავშირის რეგულაციების სწრაფი დანერგვის.
საქართველოში ღვინო და ვაზი ეს არ არის უბრალოდ პროდუქტი. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ფილოსოფია.
ამ თემებს ჩემზე უკეთ გააშუქებენ ეკონომისტები, იურისტები, უბრალოდ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები.
ჩინოვნიკებმა, ვინც ამ დარგებში ინიშნებიან, აუცილებლად უნდა გაიარონ ტესტირება ეროვნულობაზე.
არ დაგავიწყდეთ, გლეხი არასდროს ითვლდა ვაზის მომგებიანობას, იგი ყოველ წელს ეწეოდა ვენახის მოვლის მძიმე ჯვარს. ეს თქვენი დიდი კომპანიები კი, იმ წუთში შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას, როგორც კი ღვინო მათთვის არამომგებიანი გახდება. მათ ისტორიის უწყვეტობა არ აღელვებთ. მათ არ შემოუნახით ვაზი დღემდე.
საბჭოთა წყობილების დროს ხელისუფლებაში ბევრი პატრიოტი იყო, შეიძლება მექრთამეც, მაგრამ მათ უმრავლესობას არასდროს უღალატია თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა კი, ეროვნულო მთავრობავ, ეროვნულობის უკანასკნელი საყრდენი, გლეხობა, გინდათ გამოაცალოთ ქვეყანას? რისი გულისთვის, ეს ვინმემ შეაფასა?
ერთი თქვენი ევროკავშირიც...
არ მინდა კუდიანების წინააღმდეგ ბრძოლაში დამდონ ბრალი, მაგრამ ის კადრები, ვინც მდიდარი არასამთავრობოებიდან მოდიან, ეროვნულობიდან დაცლილები არიან.
P.S. ევროკავშირის მოთხოვნებით, ეკონომიკის სხვა სფეროებშიც საქმიანობა გართულებულია.
მაგალითად, სოფლად, თუ ვინმეს, პატარა პურის საცხობი აქვს, ან ნესმიერი მცირე საწარმო, ან ერთ ნომრიანი მცირე სასტუმროც კი, აუცილებლად უნდა აიღონ ლიცენზია წყლის მოპოვებაზე, ბუნებრივი რესურსeბის სააგენტოდან. ეს წარმოუდგენელი სირთულეა მცირე მეწარმისავის. არადა, ადმინისტრირება იმ დონეზეა აყვანილი, რომ ერთ ჭიქა წყალს ვერ გამოაპარებთ. სასამართლოებში თრევა არ აგცდებათ და შემდეგ ავტომატურად ასტრონომოული ჯარიმები.
იქნებ ცოტა ხანი მაინც შეჩერდეს ეს დრაკონული ზომები. მითუმეტეს, როცა ევროკავშირში ჩვენი მიღება ამ ეტაპზე პრობლემატურია.