Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა, Hotel, 4 S***a Rustaveli Avenue, Kutaisi.

სასტუმრო გრანდ ოპერა მდებარეობს ქუთაისის ცენტრში,
ქალაქის ისტორიულ ძველ ნაწილში.შენობა აგებულია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

ისტორიის მიხედვით თავდაპირველად შენობაში ფუნქციონირებდა სასტუმრო „პალას ოტელი“, რომელსაც არაერთი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი
ჰყოლია. მათ შორის იყო აკაკი წერეთელი, რომელიც ხშირად სტუმრობდა „პალას ოტელს“.

მეოცე საუკუნის დასაწყისში სასტუმროს პირველ სართულზე ფუნქციონირებდა, ნომერ მეოთხე გასტრონომი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში შენობამ ფუნქცია დაკარგა და
მოგვიანებით განათლების მუშაკთა სახლად გადაკეთდა.

შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო ქუთაისის კოლორიტის, ილო ხახიაშვილის იგივე „ილო ფოტოგრაფის“ ფოტოსტუდია.

2009 წელს შენობა ხანძარმა გაანადგურა და მისგან მხოლოდ ფასადი დარჩა.
2014 წელს შენობა ეიჩ ბი ჯგუფმა შეიძინა.
კულტურული მემკვიდრეობის მართვის სააგენტოსთან ერთად შენობას ჩაუტარდა სრული რესტავრაცია.
2021 წლის აგვისტოდან კი შენობაში გაიხსნა ბუტიკის ტიპის სასტუმრო გრანდ ოპერა.

სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერით, რომელიც ძველისა და ახლის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.
გრანდ ოპერაში 11 ტიპის 22 დახვეწილი და კომფორტული სასტუმრო ოთახია.
შენობაში განთავსებულია მიწისქვეშა რესტორანი და ბარი ღია ტერასით, რომელიც ძველ ისტორიულ ქუთაისს გადაჰყურებს.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს 💔მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ და...
18/03/2026

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს 💔

მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც.
ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს.
ვილაპარაკოთ ერმანეთზე კარგი.

პატრიარქი ილია მეორე ❤️

Gallery Terrace - გალერეა ტერასა ❤️
15/03/2026

Gallery Terrace - გალერეა ტერასა ❤️

09/03/2026

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა❤️

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა 🏨 ადგილი, სადაც კომფორტი და ელეგანტურობა ერთმანეთს ხვდებაქუთაისის გულში, ქუთაის...
02/03/2026

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა 🏨 ადგილი, სადაც კომფორტი და ელეგანტურობა ერთმანეთს ხვდება
ქუთაისის გულში, ქუთაისი-ს ისტორიულ ცენტრში, პირველი საჯარო სკოლა-სა და ოპერისა და ბალეტის თეატრი-ს შორის მდებარე სასტუმრო გრანდ ოპერა სრულად მოერგება და დააკმაყოფილებს თქვენს ყველა მოთხოვნილებას❤️

მყუდრო გარემო, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი დონის მომსახურება თქვენს მოგზაურობას განსაკუთრებულს გახდის 🏨თუ ქუთაისში მოგზაურობას გეგმავთ არჩევანი მარტივია🥰

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა 🫶
16/12/2025

Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა 🫶

Gallery Terrace - გალერეა ტერასა 🫶
15/12/2025

Gallery Terrace - გალერეა ტერასა 🫶

🍷 გემრიელი კერძები & დაუვიწყარი ხედებიქუთაისის გულში, Gallery Terrace - გალერეა ტერასა-ზე, გელოდებათ ადგილი, სადაც გემო ...
04/12/2025

🍷 გემრიელი კერძები & დაუვიწყარი ხედები
ქუთაისის გულში, Gallery Terrace - გალერეა ტერასა-ზე, გელოდებათ ადგილი, სადაც გემო და გარემო ჰარმონიაში ერთიანდება🌇მზის ჩასვლისას, როცა ქალაქის სახურავებს ოქროსფერი შუქი ეცემა, ტერასიდან გადაიშლება ქუთაისის ის სახე, რომელიც დაუვიწყარ მოგონებად რჩება💛
თბილი ატმოსფერო, ქალაქის პულსი და სამზარეულოს ნამდვილი გემრიელობები 🫶
გალერეა ტერასა არის ადგილი, სადაც ერთხელ მოსული ყოველთვის დაბრუნდები🫶
📞 511 549 782

Address

4 S***a Rustaveli Avenue
Kutaisi
4600

Telephone

+995431212424

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Hotel

Send a message to Grand Opera Hotel - სასტუმრო გრანდ ოპერა:

Shortcuts

Share

Category