06/11/2026
🕯️🌲🪽შოვის ტრაგედიის თანამედორვე მემორიალი 🪦
- სკულპტურა/ინსტალაციის ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვარიანტი შოვში.
🇬🇪🏔️🎈 მეგობრებო, გთხოვთ ყველამ გადავაზიაროთ და თუ ხმა მიგვიწვდება შესაბამის დაწესებულებასთან, საზოგადოებასთან ან პიროვნებებთან - მათაც მივაწოდოთ ეს იდეა:
🗽 ცოცხალი სკულპტურა - ინსტალაცია - მემორიალი:
🪦 32 ტრაგიკულად დაღუპული ადამიანის სიმბოლური სკულპტურა ( მასალა: ნახევრად გამჭვირვალე ეპოქსიდი - დნობისას ყინულის ეფექტით - ანგელოზების ფორმები )
➡️ კომპოზიციურად განაწილებული კლდოვანი იმიტაციის შემაღლებულ ტერასებზე. ( მთის და ყინულის კონცეფცია )
💡🚲 ინსტალაციის კონცეფციის მიხედვით კლდოვან საფარში სკულპტურების შესაბამისად მოწყობილი განათებები და ელ-გაყვანილობა - რომელიც უკავშირდება ერთიან სისტემას, რაც აქტიურდება მემორიალის დამთვალიერებლის( ების) - ველოსიპედის პრინციპით მოწყობილი ტურბინების დატრიალებით.
🧊💡მგრძნობიარე ტურბინების მექანიკური გააქტიურებით სკულპტურები ამონათდება წყნარი, დინამიური ნათების ცვლის ალგორითმით.
🎈🌿 ინსტალაცია გულისხმობს ადგილზე მისულ ადამიანებსა და მომხდარ ტრაგედიას შორის ერთგვარ კავშირს, თანაგრძნობას და შვებას.
🎈🌿 შედეგად: შოვში შეიქმნება სივრცე, სადაც ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები, დამთვალიერებლები და ტურისტები შეძლებენ გაიზიარონ, განიცადონ და მონაწილენი გახდნენ ტრაგედიის, რომელმაც უამრავი ოჯახის, ადგილობრივის, ქართველის თუ უცხოელის გული დაამწუხრა და სული დაამძიმა.
🚩🏔️ ასევე, დააფიქრა ადამიანები გლობალური დათბობის - როგორც, პლანეტისთვის ყველაზე საშიში და გარდაუვალი მოვლენის შედეგებზე.
🇬🇪🌿 ვფიქრობთ, შოვის მემორიალის ჩვენ მიერ შემოთავაზებული იდეა - როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუში, დიდ მოწონებას, დაინტერესებას და ყურადღებას დაიმსახურებს მსოფლიოს თანამედროვე ურბანული შემოქმედების სივრცეში. ასევე, დადებითად იმოქმედებს ტურიზმის დინამიკაზე რაჭაში.
🌲 ჰაერი 🏕️
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს კულტურის სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახური რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze