სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, Giuli Chokhonelidze Street Dead-end, N:5, Tbilisi.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს მიწვევით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა ს...
14/09/2026

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხულ-ისლამ ალლაჰშუქურ ფაშაზადეს მიწვევით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები მონაწილეობას ღებულობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება XV საუკუნის გამოჩენილ აზერბაიჯანელ ისლამის მოაზროვნესა და სწავლულს, სუფისტური აზროვნების თვალსაჩინო წარმომადგენელს — შეიხ სეიდ იაჰია ბაქუვის.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მის მდიდარ სულიერ-ფილოსოფიურ მემკვიდრეობაზე, მშვიდობიანი თანაცხოვრების, რელიგიათაშორისი დიალოგისა და კულტურული თავსებადობის მნიშვნელობაზე თანამედროვე ეპოქაში.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ​გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსა და ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ თბილი მასპინძლობისთვის, მაღალ დონეზე ორგანიზებული ფორუმისა და ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის.

ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
12-16 სექტემბერი, 2026

Qafqaz Müsəlmanları İdarəsinin sədri, Şeyxülislam Allahşükür Paşazadənin dəvəti ilə Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin dini liderləri Azərbaycan Respublikasının paytaxtı Bakı şəhərində keçirilən beynəlxalq elmi konfransda iştirak edirlər. Konfrans XV əsrin görkəmli azərbaycanlı İslam mütəfəkkiri və alimi, sufi düşüncəsinin tanınmış nümayəndəsi Şeyx Seyid Yəhya Bakuviyə həsr olunub.

Konfrans çərçivəsində onun zəngin mənəvi-fəlsəfi irsi, eləcə də müasir dövrdə dinc birgəyaşayışın, dinlərarası dialoqun və mədəni uyğunluğun əhəmiyyəti xüsusi diqqət mərkəzində olub.

Gürcüstan Müsəlmanları İdarəsi səmimi qonaqpərvərliyə, forumun yüksək səviyyədə təşkilinə və bu mühüm elmi tədbirdə iştirak etmək imkanına görə Qafqaz Müsəlmanları İdarəsinə və tədbirin təşkilatçılarına dərin minnətdarlığını bildirir.

Bakı şəhəri, Azərbaycan Respublikası
12–16 sentyabr, 2026

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, შეიხი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფ...
08/08/2026

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, შეიხი და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.
სასულიერო ლიდერებმა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ, გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებთ.
უზენაეს ალლაჰს შევთხოვთ დალოცოს, გააერთიანოს და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო საქართველო. აამინ!

Bütün Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin Müftisi, Şeyxi və Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin əməkdaşları Muxatqverdi "Qardaşlar" fəxri xiyabanını ziyarət ediblər.
Din rəhbərləri və Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin əməkdaşları 2008-ci ilin avqust döyüşlərində həlak olan qəhrəman əsgərlərin memorialı qarşısına əklil qoyub və onların xatirəsini ehtiramla yad ediblər.
Müharibədə həlak olanların ailələrinə bir daha başsağlığı verir və səbir diləyirik.
Uca Allahdan vətənimiz Gürcüstana əmin-amanlıq, birlik və güc diləyirik. Amin!

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიაში მოქმედი ისლამური გაერთ...
30/07/2026

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიაში მოქმედი ისლამური გაერთიანების „ISLAMIC COMMUNITY“ (IGMG)-ის თავმჯდომარე ქემალ ერგუნი, თავმჯდომარის მოადგილე ჯელილ იალინქილიჩი, ჰამბურგის რეგიონალური კოორდინატორი ენეს ნასი, დიუსელდორფის რეგიონალური კოორდინატორი ბაჰათთინ ილმაზი და თავმჯდომარის პირადი მდივანი ეიუფ სეისი ბათუმს ეწვივნენ.

მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე სტუმრებს გულთბილად მიესალმა და მრავალწლიანი მხარდაჭერისა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში მან სტუმრებს გააცნო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის მდგომარეობა, სამმართველოსა და სახელმწიფოს შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე ურთიერთობები სხვადასხვა მუსლიმურ ორგანიზაციებთან.

თავის მხრივ, სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მუფთს გულთბილი მასპინძლობისთვის, დადებითად შეაფასეს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და სურვილი გამოთქვეს.

ვუსურვებთ ჩვენს სტუმრებს წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში და მადლობას ვუხდით საქართველოში სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისს სტუმრობდნენ  გერმანიაში მოქმედი ორგანიზაცია „ISLAMIC COMMUNITY...
29/07/2026

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისს სტუმრობდნენ გერმანიაში მოქმედი ორგანიზაცია „ISLAMIC COMMUNITY”-ს (IGMG) თავმჯდომარე ქემალ ერგუნი, ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯელილ იალინქილიჩი, ენეს ნასი ამავე ორგანიზაციის ქ. ჰამბურგის რეგიონალური კოორდინატორი, ბაჰათთინ ილმაზი ქ. დუსსელდორფის რეგიონალური კოორდინატორი და ეიუფ სეისი თავმჯდომარის პირადი მდივანი.

მუფთმა ეტიბარ ემინოვმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ვიზიტისათვის, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის, საქართველოს მუსლიმების მდგომარეობის, მუსლიმთა სამმართველოსა და სახელმწიფოს ურთიერთობის, ასევე მუსლიმთა სამმართველოსა და მუსლიმურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების შესახებ ესაუბრა.
სტუმრებმა თავის მხრივ მუფთს და მუსლიმთა სამმართველოს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადეს, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე ესწრებოდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ბახტიარ თანირვერდიევი, მუფთის მთავარი მრჩეველი მუსა გაჯიევი, მარნეულის მუფთი თახირ ბაირამოვი, ბოლნისის მუფთი ადილ ნაბიევი და თბილისის ჯუმა მეჩეთის იმამი შირხან ჩობანოვი.

Bütün Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin mərkəzi ofisini Almaniyada fəaliyyət göstərən "ISLAMIC COMMUNITY" (IGMG) təşkilatının sədri Kamal Ergün, həmin təşkilatın sədr müavini Cəlil Yalınkılıç, təşkilatın Hamburq şəhəri üzrə regional koordinatoru Ənəs Nasi, Düsseldorf şəhəri üzrə regional koordinatoru Bahəddin Yılmaz və sədrin şəxsi katibi Eyüp Seis ziyarət ediblər.

Müfti Etibar Eminov qonaqlara səfərə görə təşəkkür edib, onlara Müsəlmanları İdarəsinin fəaliyyəti, Gürcüstan müsəlmanlarının vəziyyəti, Gürcüstan Müsəlmanları İdarəsi ilə dövlət arasındakı münasibətlər, həmçinin BGMİ ilə digər müsəlman təşkilatları arasındakı əlaqələr barədə danışıb.

Qonaqlar da müftiyə və Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinə səmimi qarşılanmaya görə təşəkkürlərini bildirib, idarənin fəaliyyətini yüksək qiymətləndirib və ikitərəfli əməkdaşlığın gücləndirilməsi vacibliyini ifadə ediblər.

Görüşdə Şərqi Gürcüstan müftisinin Kvemo Kartli bölgəsi üzrə nümayəndəsi Bəxtiyar Tanrıverdiyev, müftinin baş məsləhətçisi Musa Hacıyev, Marneuli müftisi Tahir Bayramov, Bolnisi müftisi Adil Nəbiyev və Tbilisi Cümə məscidinin imamı Şirxan Çobanov iştirak ediblər.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით    საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუახევის ს...
27/07/2026

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუახევის სამუფთოს ოფისი, რომელსაც მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებითა და ჩვენი მრევლის ხელშეწყობით სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

​ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მაღალმთიანი აჭარის დელეგატები აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძე და მინურ პაქსაძე, აჭარის საავტომობილი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ზაზა შავაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული კოორდინატორი ბატონი აბესალომ ასლანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ბატონი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი იაგო დავითაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საელჩოს რელიგიის მრჩეველი ბატონი მახმუდ გოლი, მუსლიმური ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუფთები, იმამები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია, თეოლოგები და ადგილობრივი მრევლი.

​დიდ მადლობას ვუხდით მობრძანებისა და მხარდაჭერისთვის მთავრობის თავმჯდომარესა და თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან და სამადლო საქმეში.
​უზენაესი ალლაჰი იყოს თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს შემწე და მფარველი! აამიინ!

დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელ...
25/06/2026

დღეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბათუმის ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან - ამირ ალავთან ერთად იმყოფებოდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, ჰაჯი ადამ შანთაძემ, სტუმრებს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ, მუსლიმების მდგომარეობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევევბზე ესაუბრა, სტუმარს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელითსრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და...
22/06/2026

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და ერთგული მრევლის შემოწირულობებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანის მეჩეთს სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა.

დღეს მეჩეთში შეკრებილ მლოცველებს ესტუმრნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე, სამუფთოს წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის მუფთი ჰაჯი მამუკა ვაშაყმაძე ადგილობრივ იმამებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ელვარდ ზაზაძე, მერიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. მათ სოფლის მცხოვრებლებს მეჩეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

მეჩეთი არა მხოლოდ სალოცავი სივრცე, არამედ საზოგადოების სულიერი, ზნეობრივი და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრია. გვწამს, რომ განახლებული მეჩეთი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფელში სულიერი ფასეულობების განმტკიცებას, ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობის ტრადიციების გაძლიერებას.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში — ფინანსური მხარდაჭერით, შრომითა თუ სხვა სახის თანადგომით. უზენაესმა ალლაჰმა უხვად დააჯილდოვოს თითოეული მათგანი და მიიღოს მათი კეთილი საქმეები! აამიინ!

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისს სტუმრობდნენ თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები  დოქტ...
12/06/2026

დღეს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისს სტუმრობდნენ თურქეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები დოქტორი ისრაფილ ქიშლა და პროფ. დოქტორი ექთა სარაჩი, თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს „დიანეთი“ თავმჯდომარის მოადგილე დოქტორი ჰაფიზ ოსმან შაჰინი, დიანეთის ფონდის TDV-ს თავმჯდომარე იზანი თურანი, თურქეთის თეოლოგიური განათლების დამხმარე ასოციაციების ფედერაციის TİDEF-ის პრეზიდენტი მუსტაფა იელექი, ბიზნესმენები ორჰუნ ფექერი, ჯენგიზ ქაია და ბიულენთ ოღუზი.

მუსლიმთა სამმართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა რესან გოგიტიძემ სტუმრებს მიესალმა, მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის, უცხოეთში ვიზიტით მყოფი სასულიერო ლიდერების გულთბილი მოკითხვები გადასცა და მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
სტუმრებმაც თავის მხრივ მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის მადლობა გადაუხადეს, მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა დადებითად შეაფასეს და მომავალში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე ესწრებოდნენ მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაციის მდივანი ოქტაი ისაევი, დასავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი იაგო ბერიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთის წარმომადგენელი ადილ ნაბიევი, შეიხის წარმომადგენელი ალი ნაგიევი, იმამი ზვიად ვანაძე, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის იმამი ნოდარ ვანაძე, ორგანიზაცია "მიზანი"-ს თავმჯდომარე ომარ ვანაძე, თურქეთის საელჩოს რელიგიის საკითხებში მრჩეველი მაჰმუთ გოლი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

Bu gün Türkiyə Prezidentinin baş müşavirləri doktor İsrafil Kışla və professor doktor Ekta Saraç, Türkiyə Diyanət İşləri Başkanlığının sədr müavini doktor hafiz Osman Şahin, Türkiyə Diyanət Vəqfin müdürü İzani Turan, Türkiyə İlahiyyat Təhsili Dəstək Dərnəkləri Federasiyasının (TİDEF) prezidenti Mustafa Yelek, iş adamları Orhun Feker, Cengiz Kaya və Bülent Oğuz Bütün Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin mərkəzi ofisində qonaq olublar.

Bütün Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin icraçı direktoru Resan Qoqitidze qonaqları salamlayaraq onlara ziyarətə görə təşəkkürünü bildirib və xarici səfərdə olan dini liderlərin səmimi salamlarını çatdırdıqdan sonra idarənin fəaliyyəti haqqında məlumat verib.

Qonaqlar da öz növbələrində göstərilən qonaqpərvərliyə görə minnətdarlıqlarını ifadə edib, Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin fəaliyyətini yüksək qiymətləndirib və gələcəkdə qarşılıqlı əməkdaşlığın daha da genişləndirilməsi arzusunda olduqlarını bildiriblər.

Görüşdə Gürcüstan Müsəlmanları İdarəsinin administrasiya katibi Oktay İsayev, Qərbi Gürcüstan müftisinin nümayəndəsi Yaqo Beridze, Şərqi Gürcüstan müftisinin nümayəndəsi Adil Nəbiyev, şeyxin nümayəndəsi Əli Nəqiyev, imam Zviad Vanadze, Batumi mərkəzi məscidinin imamı Nodar Vanadze, QHT "Mizani"-nin sədri Omar Vanadze, Türkiyə səfirliyinin dini məsələlər üzrə müşaviri Mahmud Göl və səfirliyin digər nümayəndələri iştirak ediblər.

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ბაკიბაკოში სახალხო დღესასწაული “სელიმობა” გაიმართა.სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართ...
03/06/2026

დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ბაკიბაკოში სახალხო დღესასწაული “სელიმობა” გაიმართა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ და სასულიერო პირებმა სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის მემორიალთან ყურანის კითხვისა და ვედრების აღვლენის შემდეგ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მუფთმა სელიმ ხიმშიაშვილის სამშობლოსადმი სიყვარულსა და თავდადებაზე ისაუბრა: “სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის ბიოგრაფია -ესაა მკაფიო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა უყავრდეს ქართველს სამშობლო, როგორ უნდა ემსახუროს და დაიცვას ის, თუგინდ საკუთარი სიცოცხლის ფასად… ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვმართებს მხოლოდ ცივი გონებითა და საღი აზროვნებით ვუერთგულოთ ჩვენს სამშობლოს, ვიყოთ ყოველთვის მისი დაცვის სადარაჯოზე”.

დასასრულს მუფთმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცა “სელიმობა” დალოცა, მშვიდობა, თავისუფლება, ერთიანობა და წარმატებები უსურვა ჩვენი სამშობლოს -საქართველოს საკეთილდღეოდ.

ღონისძიების შემდეგ მლოცველემა სოფლის მეჩეთში შუადღის ლოცვა შეასრულეს.

"უზენაესმა ალლაჰმა სამშობლოსთვის დაღუპულ სელიმ ხიმშიაშვილს სამოთხეში დაუმკვიდროს სამარადისო სამყოფელი! აამიინ!"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა.პრეზიდენტმა დამსწრე ს...
27/05/2026

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა.

პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ყურბან ბაირამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველო ეროვნული და რელიგიური მრავალფეროვნებით ამაყობს. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი საუკუნეებია თანაცხოვრობს, ერთმანეთს გვერდში უდგანან და ერთმანეთისთვის ცხოვრობენ. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა."

თბილისის ჯუმა მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, შეიხმა ფაიგ ნაბიევმა, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, მიულოცეს.

მეჩეთში თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის ელჩები და ერაყის საელჩოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

Address

Giuli Chokhonelidze Street Dead-end, N:5
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:30 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Hotel

Send a message to სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო:

Shortcuts

Share