Tskaltubo Epic Hotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • Tskaltubo Epic Hotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა
Call Directions Website Contact the hotel

Tskaltubo Epic Hotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა მულტიფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი/Multifunctional recreation complex

Tell: (+995)599391519
(+995)595807141
(+995)577191411
(+995)599624244

For English Scroll Down

მულტიფუნქციური დასასვენებელი კომპლექსი "Tskaltubo Epic Hotel & Spa" მდებარეობს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილის პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ. ის წარმოადგენს იმერეთის რეგიონის უდიდესი კომპლექსს, რომელიც საშუალებას მისცემს პრომეთეს მღვიმის დასათვალიერებლად მოსულ ათასობით ადამიანს, მოწესრიგებულად მიიღონ კომპლექსის მსგავსი ტიპის მომსახურება. ასევე კომპლექსი საკმაოდ მიმზიდველია ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, კორპორატიული საღამოებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.

კომპლექსი გთავაზობთ შემდეგ ტურისტულ სერვისებს:

• 26 ნომრიანი სასტუმრო (65 პერსონა);
• ულტრათანამედროვე სისტემებით და ფრანგული წარმოების
3D საფარით აღჭურვილი თბილი წყლის აუზი;
• ცხელი წყლის ჯაკუზები და სხვადასხვა ტიპის საუნა;
• ღია (ტერასული ტიპის) და დახურული რესტორანი;
• სწრაფი კვება ქართული კერძებით;
• ღია ტიპის ქართული სამზარეულო კულინარიული
მასტერკლასებისთვის;
• ქართული ღვინის მუზეუმი და ღვინის სადეგუსტაციო
სივრცე
• ღვინის მაღაზია
• სუვენირების მაღაზია

The multifunctional recreation complex "Tskaltubo Epic Hotel & Spa" is located in Tskaltubo Municipality, near the Prometheus Cave, one of the most visited tourist destinations in Georgia.

Our complex offers the following tourist services:
• Hotel with 26-room hotel;
• Ultra-modern water pool;
• Hot water Jacuzzis and saunas;
• indoor and outdoor restaurants;
• Fast food (Georgian dishes);
• Outdoor kitchen and culinary masterclasses;
• Georgian Wine Museum and Wine Tasting tour;
• Wine shop
• Souvenir shop

26-27 ოქტომბერს, წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა“-ში  ჩატარდა სემინარი: „სოციალური მედიის როლი ტურიზმში“. მადლობას ვუხდით ...
28/10/2026

26-27 ოქტომბერს, წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა“-ში ჩატარდა სემინარი: „სოციალური მედიის როლი ტურიზმში“.
მადლობას ვუხდით Tourism Center of Tskaltubo.წყალტუბოს ტურიზმის ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

👑 დაისვენეთ მყუდრო გარემოში და აჩუქეთ საკუთარ თავს განტვირთვის საუკეთესო წუთები.მასაჟი, ჯაკუზი და საუნა — ყველაფერი, რაც...
22/10/2026

👑 დაისვენეთ მყუდრო გარემოში და აჩუქეთ საკუთარ თავს განტვირთვის საუკეთესო წუთები.

მასაჟი, ჯაკუზი და საუნა — ყველაფერი, რაც სრული რელაქსაციისთვის, ძალების აღდგენისა და სხეულის გაჯანსაღებისთვის გჭირდებათ.

📩 დამატებითი ინფორმაციისა და ჯავშნისთვის მოგვწერეთ გვერდზე ან დარეკეთ: 598 18 12 11

🗒ჩვენს საკონფერენციო დარბაზებში შეგიძლიათ ჩაატაროთ როგორც მრავალრიცხოვანი კონფერენცია, ისე დახურული სამუშაო შეხვედრა — თ...
16/10/2026

🗒ჩვენს საკონფერენციო დარბაზებში შეგიძლიათ ჩაატაროთ როგორც მრავალრიცხოვანი კონფერენცია, ისე დახურული სამუშაო შეხვედრა — თითოეული დეტალი გათვლილია საქმიანი ატმოსფეროს შესაქმნელად.

🍀მშვიდი გარემო, გამწვანებული ხედები და სრულყოფილი სერვისი უზრუნველყოფს კონცენტრაციისა და პროდუქტიულობის მაქსიმუმს. სწორედ ეს ქმნის განსხვავებას ჩვეულებრივ სივრცესა და იმ ადგილს შორის, სადაც გადაწყვეტილებები რეალურად მიიღება.

#საკონფერენციოდარბაზი #ბიზნესშეხვედრები #ტექნოლოგიები #პროფესიონალიზმი

🍂რა სასიამოვნოა, როცა ბავშვების სიცილი ავსებს ჩვენს ეზოს! დღეს შემოდგომის ტურზე პატარა სტუმრები გვყავდა და ეს დღე ნამდვი...
14/10/2026

🍂რა სასიამოვნოა, როცა ბავშვების სიცილი ავსებს ჩვენს ეზოს! დღეს შემოდგომის ტურზე პატარა სტუმრები გვყავდა და ეს დღე ნამდვილად გამორჩეული გამოვიდა.

📷ფოტოზონებში სურათები გადაიღეს, მჭადები გამოაცხვეს და ჩურჩხელებიც თვითონ ამოავლეს. მშობლებთან ერთად ღვინის მუზეუმიც დაათვალიერეს.

😊ასეთი დღეები ჩვენც გვაბედნიერებს. გელოდებით თქვენც — მოდით, ერთად გავიზიაროთ შემოდგომის სიხარული!

#შემოდგომა #საოჯახოაქტივობები #ღვინისმუზეუმი #ბავშვებთანერთად #გემრიელიდღე

12/10/2026

🍽️ ჩვენს რესტორანში ეს კერძი განსაკუთრებულად უყვართ — ნაზი სტეიკი, ახალი ბოსტნეული და მსუბუქი სოუსი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
🥗 თუ ეძებთ რაღაც განსხვავებულს, რაც არც მძიმეა და არც ჩვეულებრივი, ეს სალათი ნამდვილად ღირს გასინჯვად.
ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ ყოველი სტუმარი კმაყოფილი და გაღიმებული წავიდეს.

ℹ დაჯავშნეთ შემეცნებითი, ემოციებით დატვირთული ღვინის და სამზარეულოს ტური თქვენი სტუმრებისთვის და მიიღეთ სპეციალური ფასდა...
08/10/2026

ℹ დაჯავშნეთ შემეცნებითი, ემოციებით დატვირთული ღვინის და სამზარეულოს ტური თქვენი სტუმრებისთვის და მიიღეთ სპეციალური ფასდაკლება ან ქეშბექი.

🍷ქვევრის ღვინის მუზეუმის დათვალიერება, სადაც საუკუნეების ტრადიციებს შეეხები და გაიგებ, როგორ იქმნება ნამდვილი ქართული ღვინო. მერე კი დეგუსტაციაზე შეგიძლია თავად დააგემოვნო ეს საოცრება — თითოეული ყლუპი თითქოს ახალ ამბავს გიყვება.

🍕და ყველაზე სახალისო ნაწილი? ერთად ვაცხობთ ხაჭაპურს! ცომის მოზელა, ყველის ჩაწყობა, ღუმელში ჩადება... ბოლოს კი, როცა ცხელ-ცხელ ხაჭაპურს გასინჯავ, ხვდები, რომ ეს უბრალო საჭმელი კი არა, მთელი ემოციაა.

გვეწვიეთ, ასეთი გამოცდილება ყველას უნდა ჰქონდეს ერთხელ მაინც 😊

#ღვინისტური #ქართულიადათი #გემრიელიმოგზაურობა #ხაჭაპური #ღვინისმუზეუმი

🍂 საშემოდგომო ღონისძიებებს წელსაც ვმასპინძლობთ!🍂გელოდებით ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას ვისაც ეს სეზონი ჩვ...
05/10/2026

🍂 საშემოდგომო ღონისძიებებს წელსაც ვმასპინძლობთ!🍂

გელოდებით ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას ვისაც ეს სეზონი ჩვენსავით განსაკუთრებულად უყვარს🧡
ერთად ამოვავლოთ ჩურჩხელები თათარაში✨

🟠ჩურჩხელების ამოვლება და ფოტოსესიისთვის მოწყობილი სივრცები - 15 ლარი
🟠ღვინის მუზეუმის ტური - მშობელი და ბავშვი - 20 ლარი

📣თუ გსურთ ბავშვებს დაუვიწყარი შემოდგომის დღე მოუწყოთ, აზიაროთ ქართულ ტრადიციებს, ამოავლებინოთ ჩურჩხელა და მეგობრებთან ერთად საუკეთესო დრო გაატარებინოთ✨
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: +995 598 18 12 11

შეგიმჩნევიათ, როგორ ცვლის შემოდგომა ყველაფერს გარშემო? 🍂 ამ თბილმა ფერებმა ჩვენს სასტუმროს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შემატა....
29/09/2026

შეგიმჩნევიათ, როგორ ცვლის შემოდგომა ყველაფერს გარშემო? 🍂 ამ თბილმა ფერებმა ჩვენს სასტუმროს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შემატა. ახლა განსაკუთრებულად სასიამოვნოა აქ ყოფნა — თითქოს ბუნება თავად გიწვევს დასვენებასა და განტვირთვაზე.

ჩვენი რესტორანი, სპა, ღვინის მუზეუმი და ნავით გასეირნება სწორედ ახლაა ყველაზე მაცდური. მოდი, ერთად დავტკბეთ ამ სეზონის სიმშვიდით და სითბოთი.

#შემოდგომა #დასვენება #სასტუმრო #ღვინისმუზეუმი #ბუნება

ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი — უნიკალური სივრცე ქართული ღვინის ისტორიისთვის• მუზეუმი მდებარეობს პრომეთეს მღვიმის მახლობ...
24/09/2026

ქვევრის ფორმის ღვინის მუზეუმი — უნიკალური სივრცე ქართული ღვინის ისტორიისთვის

• მუზეუმი მდებარეობს პრომეთეს მღვიმის მახლობლად და გამოირჩევა ქვევრის ფორმის უნიკალური არქიტექტურით.
• ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქართული ღვინის კულტურის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციული ღვინის ჭურჭელი.
• სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და დააგემოვნონ ადგილობრივი ღვინოები.
• ბილეთების შეძენა შესაძლებელია უშუალოდ პრომეთეს მღვიმის ადმინისტრაციულ შენობაში.
• გიდებსა და მძღოლებს ვთავაზობთ 10%-იან ქეშბექს.

მუზეუმი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს ქართული ღვინის კულტურის სიღრმისეულად გაცნობა და ტრადიციული მეთოდების ადგილზე ნახვა.

#ღვინისმუზეუმი #ქვევრი #ქართულიღვინო #პრომეთესმღვიმე #დეგუსტაცია

გიფიქრია, როგორი სიამოვნებაა, როცა დასვენებისთვის იდეალურ ოთახში იღვიძებ და იცი, რომ კიდევ ორი დღე გაქვს წინ? 😊ჩვენთან ა...
21/09/2026

გიფიქრია, როგორი სიამოვნებაა, როცა დასვენებისთვის იდეალურ ოთახში იღვიძებ და იცი, რომ კიდევ ორი დღე გაქვს წინ? 😊

ჩვენთან ახლა განსაკუთრებული შეთავაზებაა: დაჯავშნე 3 ღამე და გადაიხადე მხოლოდ ორის თანხა! ანუ 690 ლარის ნაცვლად, სულ 460 ლარი. მეტი დრო დასვენებისთვის, მეტი შესაძლებლობა და ნაკლები ხარჯი.

სასტუმრო, რესტორანი, სპა, ღვინის მუზეუმი და ნავით გასეირნება — ყველაფერი ერთ სივრცეში გელოდება. მოდი, ერთად გავიხანგრძლივოთ ეს სასიამოვნო დღეები!

რას იტყვი, რომელი აქტივობა გინდა პირველ რიგში სცადო? 🛏️🍷

#დასვენება #შეთავაზება #სასტუმრო #ღვინისმუზეუმი #სპა

Address

Village Of Kvilishori
Tskaltubo
5420

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tskaltubo Epic Hotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Hotel

Send a message to Tskaltubo Epic Hotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპა:

Shortcuts

Share